ალამაგანი (ინგლ. Alamagan) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

ალამაგანი
მშობ. სახელი: ინგლ. Alamagan
გეოგრაფია
17°36′02″ ჩ. გ. 145°50′00″ ა. გ. / 17.60056° ჩ. გ. 145.83333° ა. გ. / 17.60056; 145.83333
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 11,11 კმ²
უმაღლესი წერტილი 744 მ
მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

გეოგრაფია რედაქტირება

ალამაგანის კუნძული მდებარეობს მარიანას არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 29 კმ-ში სამხრეთით მდებარეობს კუნძული გუგუანი, 48 კმ-ში ჩრდილოეთით — კუნძული პაგანი[1]. უახლოესი მატერიკიაზია, მდებარეობს 2600 კმ-ში[2].

ალამაგანის კუნძულს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა და წარმოადგენს ოვალურ ალამაგანის ვულკანს[2], რომელიც ჰგავს წყალქვეშა სტრატოვულკანის მწვერვალს[3]. ვულკანური კრატერის სიღრმე, რომელიც მდებარეობს ცოტათი აღმოსავლეთით ვულკანის ცენტრიდან, აღწევს 350 მეტრს[1]. კუნძულის რელიეფი მთიანია ციცაბო ფერდებით და ღრმა ხეობებით[1]. ალამაგანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მინდვრები, ხოლო კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს ადგილს, სადაც მცენარეულობა არ არსებობს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 744 მეტრს[2]. კუნძულ ალამაგანის ფართობი შეადგენს 11,11 კმ²-ს.

კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ვულკანური ამოფრქვევები და ციკლონები[2]. ალამაგანის კუნძულზე მდინარეები და ტბები არ არსებობს, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებობს პატარა წყარო მტკნარი წყლით[4].

ფერფლით დაფარულ ფერდოებზე, მდებარეობენ მინდვრები და გვიმრების ნარგავები, ხოლო ხეობებში — ტროპიკული ტყეები[2].

ისტორია რედაქტირება

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი, კათოლიკე მისიონერი დიეგო ლუის დე სანვიტორესი (ესპ. Diego Luis de Sanvitores), რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1669 წელს[4]. შემდგომში რელიგიური მოღვაწე დასახლდა კუნძულზე, კუნძული კი შევიდა ესპანეთის მფლობელობაში.

1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[5]. 1901 წელს, გერმანელი ადმინისტრატორის გეორგ ფრიტცის (გერმ. Georg Fritz) მიერ კუნძულის გამოკვლევის დროს ნაპოვნი იქნა რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, საგნები, რომლებიც ეკუთვნოდა ჩამოროელებს[6]. გერმანელების პერიოდში ალამაგანის კუნძულზე მოსახლეობა აწარმოებდა კოპრას[4], ხოლო გერმანიის ხელისუფლება აწარმოებდა ადგილობრივი ჩიტების დაჭერას ფრთების მოსაპოვებლად, რომელიც შემდგომში გამოიყენებოდა იაპონელთა და ევროპელთა ქუდების მორთულებისათვის[6]. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[5]. 1904, 1905, 1906 და 1907 წლებში კუნძული ძლიერ დაზარალდა ტაიფუნებისგან. კოპრის წარმოება ამ პერიოდში შემცირდა 50 %-ით[6].

1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[5].

მოსახლეობა რედაქტირება

2005 წელს ალამაგანის კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა სულ 7 ადამიანი[2], თუმცა 1969 წელს იქ ცხოვრობდა 48 ადამიანი. 1990 წელს ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი დროებით ევაკუირებულნი იქნენ კუნძულიდან ვულკანის შესაძლო ამოფრქვევის გამო[6]. კუნძულზე მოქმედებს თევზსაჭერი სადგური[6].

ადგილობრივი მაცხოვრებლები საუბრობდნენ მალაიურ-პოლინეზიური ენების — ჩამოროს ენაზე[7].

2010 წლისთვის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის ყველა კუნძული, მათ შორის, ალამაგანის კუნძულიც, დაუსახლებელია.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Oceandots.com. კუნძული ალამაგანი. (ინგლისური)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
  3. Global Volcanism Program. აგრიხანის ვულკანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
  4. 4.0 4.1 4.2 [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. ალამაგანის კუნძული. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-29. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. ალამაგანის კუნძული. (გერმანული)]
  5. 5.0 5.1 5.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 PIBHMC. კუნძული ალამაგანი. (ინგლისური)
  7. Etnologue. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ენები. (ინგლისური)