აკრანესი (ისლ. akranes) — საპორტო ქალაქი და სათემო ისლანდიაში, განთავსებულია ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, რეიკიავიკიდან 20 კილომეტრის დაშორებით. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 6000 ადამიანს. აკრანესი მთავარი სათევზაო ნავსადგურია.

ქალაქი
აკრანესი
Akranes
გერბი
60pxpxპქ

ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
რეგიონი ვესტურლენდი
კოორდინატები 64°19′00″ ჩ. გ. 22°06′00″ დ. გ. / 64.31667° ჩ. გ. 22.10000° დ. გ. / 64.31667; -22.10000
ქალაქის მერი Guðmundur Páll Jónsson
დაარსდა 1604
ფართობი 8,2 კმ² კმ²
ცენტრის სიმაღლე 9 მ
მოსახლეობა 6609 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 736 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
საფოსტო ინდექსი 300
ოფიციალური საიტი akranes.is
აკრანესი — ისლანდია
აკრანესი

პირველი დასახლება თანამედროვე აკრანესის ტერიტორიაზე შექმნეს ირლანდიიდან გადასახლებულებმა 880 წელს. XVII საუკუნეში აქ წარმოიშვა მეთევზეების დასახლება. ქალაქის სტატუსს ატარებს 1942 წლიდან. ინტენსიური განვითარება დაიწყო XX საუკუნის 50-ანი წლიდან, როდესაც აქ აშენდა ისლანდიაში ერთადერთი ცემენტის საწარმო. 1998 წელს აშენდა ალუმინის მდნობელი საწარმო. ასევე ქალაქში არსებობს ფეროშენადნობთა ქარხანა, ჰესი და გემთმშენებელი ქარხნა.

1998 წელს გაიხსნა წყლისქვეშა გვირაბი (სიგრძე 6 კილომეტრი ხოლო სიღრმე 165 მეტრი), რომელიც 60 კილომეტრით ამცირებს მანძილს აკრანესიდან დედაქალაქამდე.

ქალაქში არსებობს რამდენიმე მუზეუმი-ეროვნული ეთნოგრაფიული მუზეუმი (ღია ცის ქვეშ), ქვის მუზეუმი და სპორტის მუზეუმი. ეკლესია, რომელიც აშენებულია 1896 წელს. სურათების გალერეა.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება