აკიდი (ბერძნ. Ἂκις -ιδος) — მდინარე აკიდის ღვთაება სიცილიაში. გადმოცემის თანახმად, ფავნის ვაჟს, სიცილიელ მწემსს — აკიდს შეუყვარდა ფერია გალათეა და ამისათვის მოკლა პოლიფემოსმა. მოკლული აკიდის სისხლი მდინარედ გადაიქცა და მდინარეს მოსახლეობამ აკიდი უწოდა. მითი გამოიყენა და დაამუშავა ოვიდიუსმა.