აკვა-იბომის შტატი (ინგლ. Akwa Ibom) — შტატი ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი უიო.
  • ფართობი — 7081 კმ², მოსახლეობა — 3 902 051 კაცი (2006).[3]
შტატი
აკვა-იბომის შტატი
ინგლ. Akwa Ibom
გერბი

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ადმ. ცენტრი Uyo
შიდა დაყოფა Abak[1] [2] , Eket[1] [2] , Eastern Obolo[1] [2] , Essien Udim[1] [2] , Etim Ekpo[1] [2] , Etinan[1] [2] , Esit Eket[1] [2] , Udung-Uko[1] [2] , Oruk Anam[1] [2] , Oron[1] [2] , Onna[1] [2] , Okobo[1] [2] , Obot-Akara[1] [2] , Itu[1] [2] , Nsit-Ibom[1] [2] , Nsit Ubium[1] [2] , Nsit-Atai[1] [2] , Mbo[1] [2] , Uyo[1] [2] , Urue-Offong/Oruko[1] [2] , Uruan[1] [2] , Ukanafun[1] [2] , Ibeno[1] [2] , Ibesikpo Asutan[1] [2] , Ibiono-Ibom[1] [2] , Ika[1] [2] , Ikono[1] [2] , Ikot-Abasi[1] [2] , Ikot Ekpene[1] [2] , Mkpat-Enin[1] [2] და Ini[1] [2]
კოორდინატები 5°00′00″ ჩ. გ. 7°50′00″ ა. გ. / 5.00000° ჩ. გ. 7.83333° ა. გ. / 5.00000; 7.83333
დაარსდა 23 სექტემბერი, 1987
ფართობი 7081 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 3 902 051 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 551,06 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი aksgonline.com

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის სანაპიროზე, ჩრდილოეთის განედის 4° 321 და 5° 331 შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება კროს-რივერის შტატს, დასავლეთით რივერსის და აბიის შტატებს, სამხრეთით ატლანტის ოკეანეს.

ისტორია რედაქტირება

აკვა-იბომის შტატში მცხოვრები ადამიანები, ძველ Calabar-ის სამეფოს სხვა წევრებთან ერთად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1200—1500 წლებში იყვნენ პირველები, რომლებმაც მიაღწიეს ადგილებს, რომლებსაც დღეს ეწოდება ნიგერია.

აკვა-იბომის შტატი შეიქმნა კროს-რივერის შტატისგან 1987 წლის 23 სექტემბერს.

მოსახლეობა რედაქტირება

აკვა-იბომის შტატი ნიგერიის 36 შტატიდან ერთ-ერთია, სადაც ცხოვრობს 5 მილიონზე მეტი ადამიანი და 10 მილიონზე მეტი დიასპორა. ინგლისური ენასთან ერთად აქ ძირითადი სალაპარაკო ენებია იბიბიო, ანანგი და ორონი.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით შტატი დაყოფილია 31 თვითმმართველობის რაიონად.

ეკონომიკა რედაქტირება

აკვა-იბომის შტატი შეიქმნა 1987 წელს ყოფილი კროს-რივერის შტატისგან და დღეისათვის ქვეყანაში აწარმოებს ბუნებრივი აირისა და ნავთობის ყველაზე უფრო დიდ რაოდენობას. შტატში ფუნქციონირებს AKIA-ს საერთაშორისო აეროპორტი და 2 ძირითადი საზღვაო პორტი ატლანტის ოკეანეში, ასევე დაგეგმილია Ibaka-ს (Oron Nation) საერთაშორისო სტანდარტების საზღვაო პორტის მშენებლობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება