აკერსჰუსის ციხესიმაგრე

აკერსჰუსის ციხესიმაგრე ან აკერსჰუსის სიმაგრე (Akershus Festning, Akershus slott) — ციხესიმაგრე ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.

აკერსჰუსის ციხესიმაგრე

ისტორია რედაქტირება

აკერსჰუსის დამაარსებლად მეფე ჰოკონ V მაგნუსონი (Håkon V) მიიჩნევა. ნორვეგიის ტიონსბერგში მდებარე სიმაგრესთან ერთად აკერსჰუსი უძლიერეს ციტადელად ითვლებოდა სკანდინავიაში. ლეგენდის თანახმად, მეფემ სიმაგრეს საფუძველი მას მერე ჩაუყარა, რას მას ალვ ერლინგსტონი დაესხა თავს სარპსბორგიდან. ნორვეგიის არქიტექტურის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორტიფიკაცია აგურისა და ქვისგან იქნა აშენებული.

აკერსჰუსის სიმაგრემ 1308 წლის შვედურ ალყას გაუძლო (ერიკ კნუტსონის სარდლობით), ხოლო 1527 წელს დაიფერფლა; ამიტომ, მეზობელი კუნძულიდან მოტანილი ცისტერიანული სააბატოს ქვით იგი ხელახლა ააგეს. 1624 წელს მეფე კრისტიან IV სიმაგრის გარშემო ახალ ქალაქს აგებს, რომელსაც საკუთარ სახელს აძლევს და ქრისტიანიას არქმევს. აკერსჰუსი იმხანად რენესანსულ იერს იძენს. 1811 წლიდან სიმაგრეს სამეფო ციხედ იყენებენ. XX საუკუნის დამდეგს მუზეუმად გადაკეთდა. 1976 წლამდე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, როდესაც ოლავის დარბაზი დაასრულეს, სადაც ახლა ოფიციალური ღონისძიებები იმართება. 1940 წელს სიმაგრე გერმანელების ხელთ იყო ხუთი წლის განმავლობაში. აქ გესტაპოს ჰქონდა ბინა დადებული.

1989 წელს რომის პაპმა იოანე პავლე II აკერსჰუსის მოედანზე მესა აღავლინა — ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ნორვეგიას ეწვია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება