სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.

აკაკი ურუშაძე (დ. 27 ოქტომბერი, 1918, თბილისი — გ. 1989) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979).

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. 1943 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1968 წლიდან იყო კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა ბერძნულ-ქართული კულტურულ–ლიტერატურული და ენობრივი ურთიერთობის საკითხებს; ავტორია მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა კლასიკური ფილოლოგიის დარგში: „ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებებში“ (1964), „ქართული კულტურის კერა ბულგარეთში“ (1969), „ბერძნულ-რომაული და ქართული მეტრიკის საკითხები“ (1980). მასვე ეკუთვნის ბერძნულ-ლათინურენოვან ავტორთა თხზულებების თარგმანები გამოკვლევებითა და კომენტარებით: აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ (1948; 1970), პლუტარქეს „რჩეული პარალელური ბიოგრაფიები“ (I, 1987, 1974), ქსენოფონტის "მოგონებები სოკრატეზე" და "სოკრატეს აპოლოგია" (1973), ჰორაციუსის „პოეტური ხელოვნებისათვის“ (1981) და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება