აკაკი მგელაძე (მსახიობი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგელაძე.

აკაკი დიომიდეს ძე მგელაძე (დ. 10 აგვისტო, 1912, ზომლეთი — გ. თებერვალი, 1985) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1957).

ბიოგრაფია რედაქტირება

1938 წლიდან მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო თეატრში. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: მაზრის უფროსი (შ. დადიანის „გუშინდელნი“), გირგოლა ( ყაზბეგის „მამის მკვლელი“), ხევისბერი (ს. შანშიაშვილის „ხევისბერი“), ბეგლარი (კ. კალაძის „როგორ“), ხარიტონოვი (ბ. ლავრენიოვის „მეზღვაურები“), კომანდორი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), კლავდიუსი (შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში „მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ“ და „მე მოვედი“.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება