აკაკიანიაკაკის ხის მცენარეთა ფორმაცია. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ველებსა და ნათელი ტყეების ფარგლებში. აკაკიანის კორომში იშვიათად გვხვდება თუთუბო, ბერყენა, ქართული ნეკერჩხალი და სხვა, ბუჩქებიდან ხშირია ძეძვი, შავჯაგა, ბროწეული, ჯორისძუა, ცხრატყავა, თრიმლი და მისთანა. ერთეული აკაკის ხეები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ვაკისა და მთათა წინაკალთების მუხნარებში, ხრიოკებზე, ძველ ნანგრევებზე. აკაკიანის კორომები წინათ უფრო ფართოდ იყო გავრცელებული.

Celtis australis subsp. caucasica

ლიტერატურა რედაქტირება