აირაი (ინგლ. Airai) — შტატი პალაუს რესპუბლიკაში. მდებარეობს კუნძულ ბაბელდაობის სამხრეთ ნაწილში. შტატის ფართობია 44 კმ², ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლის მონაცემებით შეადგენს 2455 ადამიანს,[1][2] რაც ქვეყანაში მეორე მაჩვენებელია. მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით იგი მეორეა ქვეყანაში. შტატის ადმინისტრაციული ცენტრია ნგეტკიბი, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი დასახლებული პუნქტია აირაი, სადაც 2015 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობს 1928 ადამიანი[3]. იგი ქვეყნის მეორე ქალაქია კორორის შემდეგ. შტატის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი აეროპორტიპალაუს საერთაშორისო აეროპორტი და კორორი-ბაბელდაობის ხიდით შეერთებულია უახლოეს კორორის კუნძულთან.

შტატი
აირაი
ინგლ. Airai
დროშა

ქვეყანა პალაუს დროშა პალაუ
ადმ. ცენტრი Ngetkib
კოორდინატები 7°22′00″ ჩ. გ. 134°33′00″ ა. გ. / 7.36667° ჩ. გ. 134.55000° ა. გ. / 7.36667; 134.55000
ფართობი 44 კმ²
მოსახლეობა 2455 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 55,80 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+9]]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება