აილაგა-აბიყუს ეკლესია

აილაგა-აბიყუს ეკლესია — ეკლესია სოფელ ბამბორაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია VIII-IX საუკუნეებში.[1]

გუდაუთიდან 10 კმ. მანძილზე, ზღვის მიმართულებით, მდებარეობს ადრე შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ცნობილია აილაგა-აბიყუს ადგილობრივი სახელით. ტაძარი წარმოადგენს ერთდარბაზიან ნაგებობას, რომლის კედლები თითქმის მთლიანად, მთელ სიმაღლეზე არის შემონახული ხუთწახნაგოვანი აფსიდით. ტაძრის შიგნით ცუდად შენახულ შელესილობის ფენაზე შეინიშნება ფრესკის ნაკვალევიც. სამხრეთის შესავლელთან კედელზე ამოკვეთილია ჯვრის გამოსახულება. სამხრეთიდან მიდგმული აქვს წაგრძელებული ტიპის დარბაზი, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია ნახევარწრიული ფორმის საკურთხეველი. აილაგა-აბიყუს (აფხაზურად „დახლართულ კოშკს ნიშნავს“) ეს სახელი მას მოგვიანებით უწოდეს. თავდაპირველი სახელწოდება ჩვენთვის უცნობია.

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. აფხაზეთის ისტორიული ძეგლები (აილაგა–აბიყუ) (12 სექტემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2018.