ათარის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ათარაში.

ათარის ნასახლარი ითხრებოდა 1976-1978 წლებში. ნასახლარი ბუნებრივი ბორცვის თხემზეა განლაგებული, ერთფენიანია და კულტურული ნაშთები კორდოვანი შრის ქვეშ, მონაცრისფრო ჰუმუსოვან თიხნარში გვხვდება. კულტურული ფენის სისქეა 30-45 სმ. დაფიქსირდა მიწატკეპნილი მოედნები. აღმოჩენილია კერამიკის ფრაგმენტები და ქვის მასალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26567