აზოტის ჩაკეტილი ციკლით ხდება სიცოცხლისათვის აუცილებელი აზოტის ნაერთების წრებრუნვა ორგანიზმში. ამ წრებრუნვაში გადამწყვეტ როლს ბაქტერიები ასრულებს. აზოტის ციკლი არის გზა რომლის საშუალებითაც ხდება აზოტის გარდასახვა რამდენიმე ფორმაში, რა ფორმებითაც აზოტს ცოცხალი ორგანიზმები იყენებენ. ჰაერი აზოტის ყველაზე დიდ მარაგს წარმოადგენს (78%). აზოტი აუცილებელია ცოცხალისთვის, რადგან ინფორმაციული მოლეკულების, დნმ-ს და რნმ-ს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს .აზოტი შედის ცილების შემადგენლობაშიც. მცენარეებში, აზოტი საჭიროა ფოტოსინთეზის განსახორციელებლად და ზრდისათვის. აზოტის ფიქსაცია არის პროცესი, რომლის დროსაც აზოტი აირის ფორმიდან N2 გადადის სხვადასხვა ფორმებში მაგალითად, ნიტრატებსა და აზოტის დიოქსიდში. ნიტროგენის ფიქსაცია უმეტესად ხორციელდება ბაქტერიების მიერ. ბაქტერიებს აქვთ ენზიმი, რომელიც აკომბინირებს N2-ს H2თან რომ წარმოქმნას ამიაკი NH3. ზოგი ასეთი ბაქტერია არსებობს მცენარეების ფესვებში. ასეთ მცენარეებს ბაქტერიები ამარაგებენ ამიაკით, ხოლო სანაცვლოდ იღებენ კარბოჰიდრატებს.

აზოტი ცხოველებში მცენარეების ჭამის გზით ხვდება. ამონიუმი NH4 ნიადაგში ხვდება ბაქტერიისა და სოკოების დახმარებით. ამ პროცესს ამონიფიკაცია ჰქვია. თუ NH4-ის დონე მაღალია, ნიტრიფიკაცია უნდა მოხდეს. ნიტრიფიკაცია ეწოდება პროცეესს, რომლის დროსაც ამიაკი და ამონიუმი იშლებიან ნიტრიტებად და შემდეგ ნიტრატებად ისევ ბაქტერიის მიერ. იმის გამო რომ NO2 და NO3 უარყოფითად არიან დამუხტულები, არ უერთდებიან ადვილად ნიადაგს და წვიმისა და მორწყვის დროს ირეცხებიან ნიადაგიდან. ნიტრატების დიდი რაოდენობა სასმელ წყალში საშიშია, განსაკუთრებით ბავშვებისათვის და იწვევს მეთემოგლობინემიას. (ნიტრატი მომნელებელ სისტემაში გადაიქცევა ნიტრიტად, ნიტრირტი რეაქციაში შევა ჟანგბადის მატარებელ ცილასთან, ოქსიჰემოგლობინთან და წარმოქმნის მეტეგლობინს , რომელიც ჟანგბადს ვეღარ ატარებს. თუ მეტეგლობინის დიდი რაოდენობა აღმოჩნდება სისხლში, ვითარდება ჟანგბადის ნაკლებობა.) ნიტრატების დიდი რაოდენობა წყალში ხელს უწყობს წყალქვეშა მცენარეების გაზრდას, რაც წყალქვეშა მცხოვრებლებისთვის შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს, რადგან მცენარეები იმ ანგბადს იყენებენ, რაც მათ სჭირდებათ, მათი რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში კი ართმევენ ცოცხალ ორგანიზმებს ჟანგბადს. (სასუქის შემადგენლობაში აზოტი დიდი რაოდენობით შედის.) სადაც ჟანგბადი არ არსებობს, ბაქეტრია ნიტრატს გადააქცევს N2-ად , რაც მთელი ამ ციკლის თავიდან დაწყებას განაპირობებს, ამ პროცესს დენიტრიფიკაცია ჰქვია.