აზერი-ჩირაგ-გიუნაშლი

აზერი-ჩირაგ-გიუნაშლი (აზერ. Azəri-Çıraq-Günəşli) — აზერბაიჯანის ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპლექსი, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში. გიუნაშლი გაიხსნა 1981 წელს, ჩირაგი - 1985 წელს, ხოლო აზერი - 1987 წელს. მოცემული ჯგუფი მიეკუთვნება სამხრეთ კასპიის ნავთობისა და გაზის აუზს. 1994 წლის 20 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო კონსორციუმს შორის გაფორმდა ხელშეკრულება კასპიის საბადოების აზერი (ხაზარი), ჩირაგისა (ოსმანი) და გიუნაშლის ღრმაწყლოვანი აუზის კვლევისა და განვითარების შესახებ.

1980 წლიდან გიუნაშლის ზედაპირული ნაწილი მუშავდება კომპანიით აზნეფტი.

ნავთობის მოპოვებამ პიკს მიაღწია 2010 წელს - 835,1 ათასი ბარელი დღე-ღამეში[1].

აზერი-ჩირაგ-გიუნაშლი არის კომპლექსი, რომელიც შედგება ექვსი საწარმო პლატფორმისგან: ჩირაგ 1, ცენტრალური აზერი, დასავლეთ აზერი, აღმოსავლეთ აზერი, ღრმაწყლოვანი გიუნაშლი, დასავლეთ ჩირაგი[2].

ისტორია რედაქტირება

1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო აზერბაიჯან-ჩირაგ-გიუნაშლის განვითარება. 1991 წლის იანვარში აზერბაიჯანის მთავრობამ გამოაცხადა დამოუკიდებელი საერთაშორისო ტენდერები, რათა გამოეკვლიათ აზერი, ჩირაგი და გიუნაშლი. 1991 წლის ივნისში ჩამოყალიბდა აზერის საბადოს განვითარების კონსორციუმი. აზერბაიჯანს კონსორციუმში წარმოადგენდა სოკარი. 1993 წელს ჰეიდარ ალიევის გაპრეზიდენტების შემდეგ უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკებები შეჩერდა და ლუკოილი კონსორციუმში მიიწვიეს. 1994 წელს მოლაპარაკებები განახლდა[3]. 1994 წლის 20 სექტემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს პროდუქციის გაზიარების შესახებ შეთანხმებას 30 წლის განმავლობაში[4]. შეთანხმების ხელმოწერის დღე აზერბაიჯანში ნავთობის მუშაკთა დღედ აღინიშნება[5].

 
აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ნავთობის საბადო

1997 წლის აგვისტოში, პროექტის პირველ ეტაპზე, კონსორციუმმა დაიწყო საბურღის შემუშავება ჩირაგის საბადოზე. 1997 წლის ნოემბერს წარმოებული იყო პირველი ნავთობი[6]. 2003 წელს ლუკოილმა დატოვა პროექტი და თავისი აქციები INPEX მიყიდა. გარიგებამ 1,354 მილიარდი დოლარი შეადგინა[7]. დასავლეთ ჩირაგის ნავთობის წარმოება 2017 წელს დღეში საშუალოდ 77 000 ბარელს შეადგენდა[2].

პროექტის მეორე ეტაპი შედგებოდა აზერის საბადოს განვითარებისგან, რომელიც დაიწყო 2002 წელს. ცენტრალ აზერის პლატფორმა 2004 წლის ოქტომბერში დამონტაჟდა და წარმოება 2005 წლის თებერვალში დაიწყო. 2006 წლის მაისში გაუშვეს პირველი გაზი[6]. 2017 წელს საშუალოდ 137 000 ბარელი ნავთობის წარმოება ხდებოდა დღეში[2].

2005 წლის მაისში დაიწყო დასავლეთ აზერის პლატფორმის გაშვება. 2006 წლის იანვარში დაიწყო პლატფორმის წარმოება[6]. 2017 წელს დასავლეთ აზერის წარმოება აღწევდა 124 000 ბარელს დღეში[2].

აღმოსავლეთ აზერის პლატფორმა გაშვებულ იქნა 2006 წლის მარტში, ხოლო ნავთობის წარმოება დაიწყო 2006 წლის ოქტომბერში[6]. 2017 წელს საშუალოდ 82 000 ბარელი ნავთობის წარმოება ფიქსირდებოდა დღეში[2].

ღრმაწყლოვანი გიუნაშლის წინასწარი საბურღი პროგრამა 2005 წლის დეკემბერში დაიწყო. 2006 წლის ივნისში საბურღი მოდულები ბაქოში ჩავიდა[6]. პლატფორმა 2008 წლის აპრილში დაიწყო. სულ ღრმაწყლოვანი გიუნაშლის წარმოება 2017 წელს დღეში საშუალოდ 117 000 ბარელ ნავთობს შეადგენდა[2].

2019 წლის 19 აპრილს აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის აქციონერებმა BP-მ და SOCAR-მა "ცენტრალურ-აღმოსავლური აზერის" პლატფორმისთვის ხელი მოაწერეს კონტრაქტს $ 6 მლრდ ოდენობით. პლატფორმის მშენებლობა იგეგმება აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ნავთობის მოპოვების ადგილას[8][9]. მშენებლობის დაწყება კი იგეგმება 2019 წელს, ხოლო დარულება 2020 წლისთვის[10].

წარმოების დაცემა რედაქტირება

აზერი-ჩირაგ-გიუნაშლიზე ნავთობის მოპოვებამ პიკს მიაღწია 2010 წლის მესამე კვარტალში - 835,1 ათასი ბარელი დღე-ღამეში. 2012 წლის პირველ კვარტალში ნავთობის წარმოებამ მიაღწია 711,8 ათას ბარელს და მიუხედავად დამატებითი ტექნიკური ჭაბურღილის აშენებისა, მიმდინარეობდა ნავთობის შემცირება. თავიდან აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ნავთობის დაცემას უკავშირებდნენ პროფილაქტიკურ სარემონტო პლატფორმას, ხოლო ექსპერტები ნავთობის საბადოს შემცირებას[1].

2012 წელს ილჰამ ალიევმა წარმოების შემცირება დააბრალა საერთაშორისო კონსორციუმს, BP-ს თაოსნობით[11]. ამის შემდეგ აზერბაიჯანსა და BP-ს შორის მიღწეულ იქნა ხელშეკრულება ნავთობის წარმოების სტაბილიზაციასთან დაკავშირებით.

პროექტის მონაწილეები რედაქტირება

ნავთობის მოპოვების შემუშავება ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, სადაც შედიან შემდეგი კომპანიები:

  • BP (35,78 %)
  • ChevronTexaco (11,27 %)
  • SOCAR Azerbaijan (11,65 %)
  • INPEX (10,96 %)
  • Statoil (8,5633 %)
  • ExxonMobil (8,006 %)
  • TPAO (6,75 %)
  • Itochu (3,9205 %)
  • ONGC (2,7213 %)

ნავთობის ექსპორტირებას ახდენენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ევროპაში, ბაქო-სუფსით საქართველოში და ბაქო-ნოვოროსიისკით რუსეთში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება