აზერბაიჯანის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი

აზერბაიჯანის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი (აზერ. Azərbaycan Dövlət Pantomim Teatrı) — პანტომიმის პირველი თეატრი აზერბაიჯანის ისტორიაში.

ისტორია რედაქტირება

1994 წლის 16 მაისს შეიქმნა აზერბაიჯანის სახელწიფო პანტომიმის თეატრი პანტომიმის თეატრ-სტუდია „შერეკილების შეკრების“ ბაზაზე, რომელიც ახორციელებდა თავის მოღვაწეობას მოზარდ მაყურებლის თეატრთან. მთავარი რეჟისორი იყო ბახტიარ ხანიზადე. იგი მჭიდროდ მოღვაწეობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კულტურისა და ხელოვნების სტუდენტებთან და არჩევდა მათში ისეთ ხალხს, რომლებიც მას მიაჩნდა ღირსეულად პიონერული თეატრალური სტუდიის ჩამოსაყალიბებლად აზერბაიჯანში. მომდევნო 11 წლის განმავლობაში თეატრი განლაგებული იყო მოზარდი მაყურებლის თეატრის შენობაში, მანამ, სანამ არ გადაინაცვლა კინოთეატრ „შფაგის“ შენობაში[1].

2000 წელს „შერეკილების შეკრებამ“ მიიღო სახელმწიფო თეატრის სტატუსი.

2009 წელს თეატრის დასმა ჩაატარა გასტროლები 12 ქვეყანაში. მათ რეპერტუარში შედიოდა 24 პიესა, როგორც ადგილობრივი, ასევე იმ ქვეყნების, რომელშიც მათ ჰქონდათ გასტროლები.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება