აზერბაიჯანის გერბი

აზერბაიჯანის გერბი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Dövlət Gerbi) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად.

აზერბაიჯანის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 1993 წელი, 19 იანვარი
ფარი აღმოსავლური ფარი
სხვა ელემენტები გერბის ცენტრში გამოსახულია ცეცხლი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს „ცეცხლის ქვეყანას“

აღწერა რედაქტირება

გერბის ცენტრში გამოსახულია ცეცხლი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს „ცეცხლის ქვეყანას“, გარდა ამისა იგივე სიმბოლო არაბულად ალაჰს განასახიერებს. უკანა ფონი აზერბაიჯანის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, რომელზეც რვაქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული, რომლის ქიმებსშორისაც რვა პატარა ასევე რვაქიმიანი ვარსკვლავია ჩასმული (თურქულენოვანი ხალხის რვა შტოს სიმბოლო). ქვემოთ ხორბლის თავთავისა და მუხის რტოს გვირგვინია, რომელთაგან პირველი სიმდიდრისა და ნაყოფიერების სიმბოლოა, ხოლო მეორე — ეროვნული ძლიერებისა.

ისტორია რედაქტირება

გერბი დაამტკიცეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს 1918 წელს.1920 წლის 30 იანვარს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელშიც გამოცხადდა კონკურსი ეროვნული ჰიმნის, სახელმწიფო ემბლემისა და ბეჭდვის წარმოდგენის შესახებ. კონკურსი უნდა დასრულებულიყო 1920 წლის 1 მაისს. თუმცა, 1920 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შედეგად, ემბლემა არ მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გერბის პროექტი, რომელიც ბაქოში მცხოვრებმა ქართველმა თავადმა შერვაშიძემ შეადგინა, დღესაც ინახება[1]. გერბი აღდგა 1991 წელს.

1991 წელს აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გამოცხადდა კონკურსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის გერბის წარმოსადგენად. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია. მაგრამ არცერთი წარმოდგენილი ესკიზი პარლამენტის წევრების მიერ არ დამტკიცდა. ამის შემდეგ ყურადღება გადაიტანეს ადრ-ის გერბზე. გერბის ორიგინალურმა კომპოზიციამ შეინარჩუნა პირველსახე, მხოლოდ პატარა ცვლილებები ( ცეცხლი, მუხის რტო და ხორბლის თავთავი) შეიტანა მხატვარმა რ. მამედოვმა[1].

1993 წლის 19 იანვრის კონსტიტუციის თანახმად, დამტკიცდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის ფერადი და შავ-თეთრი გამოსახულება. 1993 წლის 23 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აბულფაზს ელჩიბეიმ დაამტკიცა „რეგლამენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ემბლემის შესახებ“[1].

გერბის გამოყენება რედაქტირება

სახელმწიფო გერბის ამოზნექილი გამოსახულება აღიმართება:

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში, შეხვედრების სალონში და პარლამენტის თავმჯდომარის ოფისში;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველა სასამართლოების, სამხედრო ტრიბუნალების, სასამართლო დარბაზების, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს შენობებში;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ორგანოების შენობებში;
  • დიპლომატიური და სავაჭრო წარმომადგენლების შენობებში[2]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის აღწერა გამოიყენება:

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო ორგანოს პრესაში;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონების ბლანკებში, პარლამენტის გადაწყვეტილებებში, პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და დადგენილებებში;
  • სახელმწიფო ორგანოების დოკუმენტაციის ფორმებში;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ქაღალდისა და ლითონის მონეტაზე;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის საჭირო ქაღალდებსა და სახელმწიფო ობლიგაციებში;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტში; დიპლომატიური და სხვა უცხოური პასპორტებში;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალურ პუბლიკაციებში და ა.შ[3].

გერბის გამოსახულებები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 İ. Əliyev, E. Məhərrəmov. Azərbaycan Respublikasınn Dövlət Rəmzləri. — Баку: Nurlan, 2008. — 500 экз
  2. ПРЕЗИДЕНТСКАЯ БИБЛИОТЕКА - Г Е Р Б - PDF
  3. PREZİDENT KİTABXANASI - GERBLƏR VƏ EMBLEMLƏR - PDF