აზერბაიჯანის გენური რესურსების ინსტიტუტი

აზერბაიჯანის გენური რესურსების ინსტიტუტი — სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც შედის აზერბაიჯანის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში.

გენეტიკური რესურსების ინსტიტუტი

შესავალი რედაქტირება

აზერბაიჯანის გენური რესურსების ინსტიტუტი შეიქმნა მინისტრთა კაბინეტის 2003 წლის 30 იანვრის №12 დადგენილების საფუძველზე აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის გენეტიკისა და სელექციის ინსტიტუტის ბაზაზე.

ინსტიტუტის დირექტორია, წევრ-კორესპონდენტი აქპაროვი ზეინალ იბა ოღლი.

ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია კულტურული მცენარეულობებისა და მათი გარეული მონათესავე მცენარეების ინვენტარიზირება, პასპორტირება, ინტროდუქცირება, შეგროვება, აღდგენა, გამრავლება, შეფასება საერთაშორისო დესკრიფტორებით და ა.შ.; ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ცხოველების ფორმების შესწავლა და მათი შენარჩუნება და ა.შ.; სამეცნიერო კვლევების ჩარტარება მაღალპროდუქციული ძიშების სელექციის გზით გამოყვანასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით ინსტიტუტების მუშაობის გაერთიანება და შეჯამება.[1]

სტრუქტურული ქვედანაყოფის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები რედაქტირება

თესლის საიმედო შენახვა, ისეთ პირობებში, როდესაც იქმნება სრული გენეტიკური ერთობა და ბუნებრივი სისტემების აქტივაცია, გენეტიკური მასალის შენახვა დაბერების გამორიცხვით, გენბანკში შენახვის პირობებით. გენეტიკური ნაირფეროვნების კოლექციების შეფასება მოლეკულურ-გენეტიკური მარკერების გამოყენებით.

სტრუქტურული ქვედანაყოფის სამეცნიერო შედეგები რედაქტირება

მაცივრის საკანში სულ შეგროვებულია ხორბლის 7000 ნიმუში, რომელნიც მიეკუთვნებიან 61 სხვადასხვა ჯიშს, 217 გვარს, 399 სახეობას და 225 ნაირსახეობას. შემუშავებულია პროგნოზირებისა და პოტენციული ხანგრძლივობის უნივერსალური მეთოდოლოგია. შენახვის ხანგრძლივობის გასაზრდელად გამოიყენება სხვადასხვა სახის ქიმიური და ფიზიკური ნივთიერებები, რომლებიც ასევე ამცირებენ გენეტიკური შედეგების რისკს.[2]

სქოლიო რედაქტირება