ავსტრალორპი — სახორცე-საკვერცხე ქათმის ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს ავსტრალიაში ინგლისური ორპინგტონის ჯიშისაგან. აქვს მასიური, მსხვილი, მკერდგანიერი სხეული, გრძელი და ფართო ზურგი. ფერად შავია. ცოცხალი მასა მამლისა 3,5-3,9 კგ, დედლისა - 2,5-2,9 კგ. წელიწადში დებს 150-180 კვერცხს. კვერცხის საშუალო წონაა 55-62 გ. ავსტრალორპი უმთავრესად გავრცელებულია უმეტესად ავსტრალიასა და აშშ-ში.

ავსტრალორპი

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 139.