ავსტრალიური ღვინო

ავსტრალიური ღვინო ავსტრალიაში წარმოებული ღვინო, რომელიც მსოფლიოში ღვინის უდიდესი ექსპორტიორია. დაახლოებით 800   მილიონიდან 1,2 - 1,3 მილიარდ ლიტრამდე ყოველწლიურად ექსპორტზე გადის საზღვარგარეთის ბაზრებზე. [1] ღვინის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ავსტრალიის ეკონომიკაში წარმოების, დასაქმების, ექსპორტისა და ტურიზმის გზით. [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]

ავსტრალიური ღვინო

ღვინო იწარმოება ყველა შტატში. 60–ზე მეტი დასახელებული ღვინის რეგიონით, ჯამში დაახლოებით 160,000 ჰექტარი უჭირავს ვენახს. ამასთან, ავსტრალიის ღვინის რეგიონები ძირითადად ქვეყნის სამხრეთ, გრილ ნაწილებში მდებარეობს. ვენახები განლაგებულია სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიაში, დასავლეთ ავსტრალიაში, ტასმანიასა და კუინზლენდში. თითოეულ ამ შტატში არსებული ღვინის რეგიონები აწარმოებენ სხვადასხვა ღვინის ჯიშებსა და სახეობებს. შესამჩნევია რეგიონებს შორის კლიმატური განსხვავებები, ტოპოგრაფია და ნიადაგის ტიპები. ძირითადი ჯიშებია უპირატესად შირაზი, კაბერნე სოვინიონი, შარდონე, მერლო, სემილონი, პინო ნუარი, რისლინგი და სოვინიონ ბლანი. ღვინოების ეტიკეტირება უმეტესად ხდება მათი ყურძნის ჯიშის სახელწოდების მიხედვით, რომელიც ღვინის არანაკლებ 85 პროცენტს უნდა შეადგენდეს.

ისტორია რედაქტირება

 
ვენახი ჰანტერის ხეობაში.
 
ავსტრალიაში 1980 წლიდან ღვინის სამომხმარებლო ფასების ინდექსი

კეთილი იმედის კონცხიდან ვაზის კალმები ახალი სამხრეთი უელსის საჯარიმო კოლონიაში შეიტანა გუბერნატორმა ფილიპმა (1788). ამ პირველი ვაზისგან ღვინის დაყენების მცდელობა ჩაიშალა, მაგრამ მოთმინების წყალობით, სხვა მკვიდრებმა მოახერხეს მეღვინეობისთვის ვაზის გაშენება და ავსტრალიაში დამზადებული ღვინო გასაყიდად ხელმისაწვდომი იყო 1820-იანი წლებისთვის. [9] 1822 წელს გრეგორი ბლექსლენდი გახდა პირველი ადამიანი, ვინც ავსტრალიური ღვინო გაიტანა ექსპორტზე და იყო პირველი მეღვინე, რომელმაც მოიგო ჯილდო საზღვარგარეთ. [10] 1830 წელს ჰანტერის ხეობაში გაშენდა ვენახები. [11]

ადრეულ ეტაპზე ავსტრალიელ მეღვინეებს მრავალი სირთულე შეექმნათ, განსაკუთრებით ავსტრალიის უცნობი კლიმატის გამო. მაგრამ რადგან ის თბილი, მშრალი და ხმელთაშუაზღვისპირეთია, ავსტრალიას იდეალურს ხდის ღვინის წარმოებისთვის. მათ საბოლოოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. [12] ავსტრალიური ღვინოები განაგრძობდნენ პრიზების მოპოვებას საფრანგეთის კონკურსებში. ამ პროცესებზე დამანგრეველი გავლენა იქონია ფილოქსერას ეპიდემიამ.

ავსტრალია სწრაფად გახდა მსოფლიო ლიდერი მის მიერ წარმოებული ღვინოების რაოდენობით და ხარისხით. მაგალითად, ავსტრალიის ღვინის ექსპორტი აშშ–ში გაიზარდა და 2000 წელს, პირველად ისტორიაში, მან ექსპორტზე უფრო მეტი ღვინო გაიტანა დიდ ბრიტანეთში, ვიდრე საფრანგეთმა.

2019 წლიდან 2020 წლამდე საზაფხულო ხანძრებმა მეღვინეობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ცეცხლმა და კვამლმა გავლენა მოახდინა ღვინის არომატზე. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ადელაიდა ჰილსის ღვინის რეგიონი, სადაც ვენახების 30 პროცენტამდე განადგურდა. [13] ზოგიერთმა მეღვინემ იპოვა ინოვაციური გზები დაბინძურებული ყურძნის პრობლემის მოსაგვარებლად. [14]

ყურძნის ჯიშები რედაქტირება

 
ვენახი ტასმანიაში

ყურძნის ძირითადი ჯიშებია შირაზი, პინო ნუარი, კაბერნე სოვინიონი, [15] მერლო, შარდონე, სოვინიონ ბლანი, სემილონი და რისლინგი . ქვეყანას არ აქვს ადგილობრივი ყურძენი. ევროპული ვაზის ჯიშები ევროპიდან და სამხრეთ აფრიკიდან XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ზოგიერთი ჯიშის ვაზის ავსტრალიელმა მევენახეებმა გამოიყვანეს, მაგალითად, სიენა და ტარანგო .

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სირას ავსტრალიაში შირაზს უწოდებოდნენ, სხვაგან კი სირა ეწოდებოდა, მისმა სწრაფმა კომერციულმა წარმატებამ მსოფლიოს ბევრი სირას მწარმოებელი აიძულა თავიანთი ღვინის „შირაზის“ სახელით ეტიკეტირება.

ავსტრალიაში კომერციული მეღვინეები 130-მდე ყურძნის სხვადასხვა ჯიშს იყენებენ. ბოლო წლების განმავლობაში მრავალი მეღვინე ხელახლა აღმოაჩენს ე.წ. „ალტერნატიულ ჯიშებს“.

სქოლიო რედაქტირება

  1. Australian wine: Production, sales and inventory report, 2018-19. Wine Australia (12 February 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 11 April 2020
  2. Situation of the world viticultural sector in 2006 (24 June 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 6 September 2010
  3. „Australian Wine Industry Statistics“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-21. ციტირების თარიღი: 2020-09-20.
  4. Wine For Dummies. For Dummies. 
  5. The Sotheby's Wine Encyclopedia, Dorling Kindersley
  6. „Wine Australia“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-23. ციტირების თარიღი: 2020-09-20.
  7. (2007) The World Atlas of Wine. Mitchell Beazley. 
  8. Oz Clarke's New Wine Atlas: Wines and Wine Regions of the World. Harcourt. 
  9. Hartley, Clive, The Australian Wine Guide, Hospitality Books, NSW 2002
  10. Walsh, Gerald. „The Wine Industry of Australia 1788 1979“. [A.N.U. Canberra].
  11. Clark, Oz (2004). Australian Wine Companion. Time Warner Book Group UK, გვ. s.12. ISBN 0-316-72874-8. 
  12. Phillips, Roderick (2000). A short history of wine. Allen Lane, გვ. 265. ISBN 0-7139-9432-0. 
  13. „How bushfires have hit Australia's winemakers“. The Guardian. 16 February 2020. ციტირების თარიღი: 15 April 2020.
  14. „Winemakers get creative to salvage smoke-tainted grapes“. ABC News. 21 March 2020. ციტირების თარიღი: 15 April 2020.
  15. Walton, Stuart Cook's Encyclopedia of Wine.