ავთანდილ სილაგაძე

ავთანდილ სილაგაძე (დ. 5 თებერვალი, 1954 , ცაგერი) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

ავთანდილ სილაგაძე
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1954 (1954-02-05) (70 წლის)
დაბადების ადგილი ცაგერი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით, ხოლო 1988 წელს — ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გერმანული ენის სპეციალობით. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ცაგერის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება