ავგუსტ შლაიხერი

გერმანელი ენათმეცნიერი

ავგუსტ შლაიხერი (გერმ. August Schleicher; დ. 19 თებერვალი, 1821 — გ. 6 დეკემბერი, 1868) — გერმანელი ენათმეცნიერი. პრაღისა და იენის უნივერსიტეტების პროფესორი. ინდოევროპულ ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევისა და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი. ენათმეცნიერების ნატურალისტური თეორიის შემქმნელი. თავის ნაშრომში „ინდოევროპულ ენათა შედარებითი გრამატიკის კომპენდიუმი“ (1861-62) — შეაჯამა ამ ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევის შედეგები. შლაიხერს სწამდა ფუძე-ენის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა. შემდგომმა გამოკვლევებმა არსებითი შესწორებები შეიტანა შლაიხერის რეკონსტრუქციებში. მონათესავე ენათა ურთიერთობას შლაიხერი გენეალოგიური ხის სქემით გამოხატავდა.

ავგუსტ შლაიხერი
გერმ. August Schleicher
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1821(1821-02-19)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი მაინინგენი[4]
გარდ. თარიღი 6 დეკემბერი, 1868(1868-12-06)[1] [2] (47 წლის) ან 7 დეკემბერი, 1868(1868-12-07)[3] (47 წლის)
გარდ. ადგილი იენა[5]
დასაფლავებულია იოჰანისის სასაფლაო
მოქალაქეობა Duchy of Saxe-Meiningen
საქმიანობა ენათმეცნიერი[6] , ჟურნალისტი, პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი
მუშაობის ადგილი იენის უნივერსიტეტი და კარლის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი და Gymnasium Casimirianum Coburg
ჯილდოები ვოლნეის პრემია და ვოლნეის პრემია

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Dr. Constant v. Wurzbach Schleicher, August // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 30. — S. 80.
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #118759302 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. Шлейхер Август // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. Crystal D. The Cambridge Encyclopedia of LanguageCambridge University Press, 1987. — გვ. 292. — ISBN 978-0-521-42443-1