ავაში (მდინარე)

მდინარე ეთიოპიაში

ავაშიმდინარე აღმოსავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, მიედინება რღვევის ხაზის ჩრდილოეთ ნაწილში. სიგრძე — 1200 კმ. მდინარეზე მდებარეობს უდიდესი ქალაქები: მეტეხარა, ავაში, გევანე, ასაიიტა. მდინარის ზედა დინებაში მდებარეობს ავაშის ეროვნული პარკი, რომელშიც ბინადრობენ ანტილოპები და გაზელები.

ავაში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 11°06′00″ ჩ. გ. 40°34′46″ ა. გ. / 11.10000° ჩ. გ. 40.57944° ა. გ. / 11.10000; 40.57944
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 10
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 10
ინგლ.რუს.ფრ.

მდინარის ქვემო დინებაში აღმოჩენილია უძველესი ადამიანების ნამოსახლარები და მათი ჩონჩხები, რის გამოც 1980 წელს მდინარის ქვემო წელი შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება