აეროსტატი — ჰაერზე მფრინავი მსუბუქი საფრენი აპარატია. აეროსტატის ამწევ ძალას ქმნის (არქიმედეს კანონის შესაბამისად) მის გარსში მოთავსებული ჰაერზე მსუბუქი აირი, მაგ: წყალბადი, ჰელიუმი. აეროსტატი არის მართული (დირიჟაბლი), არამართული-ქარის მიმართულებით თავისუფლად მფრინავი სფერული გარსი. აეროსტატს უმთავრესად სპორტული და კვლევითი მიზნებისთვის იყენებენ, ხოლო მის მისაბმელებს სამოქალაქო თავდაცვაში და საველე დაზვერვაში.

მფრინავი ბურთები აეროსტატის ერთ-ერთი სახეობაა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება