ადენოზინი (C10H13N5O4) — ერთ-ერთი ნუკლეოზიდი. შედგება ადენინისა და რიბოზისაგან. მოლური მასა — 267.242 გ/მოლი. უფერო კრისტალებია. იხსნება წყალში. ორგანიზმში ძრითადად შედის ზოგი კოფერმენტის, აგრეთვე ადინოზინფოსფორის მჟავებისა და ნუკლეინის მჟავების შედგენილობაში. ადენოზინის შეყვანა ორგანიზმში იწვევს გულის კუნთის მუშაობის გაძლიერებას და გლუვი კუნთის მოდუნებას.

ადენოზინი

ლიტერატურა რედაქტირება