ადამიანის უფლებათა არაბული ქარტია

ადამიანის უფლებათა არაბული ქარტია (არაბ. الميثاق العربي لحقوق الإنسان‎) — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულია არაბული ლიგის მიერ 2004 წელს და ძალაში შევიდა 2008 წელს. ქარტია ეფუძნება ისლამურ ნორმებს. ითვალისწინებს კომიტეტის შექმნას, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მონაწილე სახელმწიფოების ანგარიშები.

ქარტია ძალაში შევიდა არაბთა ლიგის შვიდი წევრის მიერ რატიფიცირების შემდეგ.

2013 წლის მონაცემებით, არაკომერციული ორგანიზაციების სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის მიხედვით, კონვენცია რატიფიცირებულია იორდანიის, ბაჰრეინის, ლიბიის, ალჟირის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პალესტინის, იემენის, ერაყის, ქუვეითის, ლიბანის, კატარის, საუდის არაბეთის, სირიის მიერ. ხელმოწერილია, მაგრამ არ არის რატიფიცირებული - სუდანის, მაროკოს, ეგვიპტეს, ტუნისის მიერ. 2014 წლის თავდაცვის პროექტის (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის) ხელმძღვანელის თქმით, კონვენციის მონაწილეები არიან იორდანია, ბაჰრეინი, ლიბია, ალჟირი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პალესტინა, იემენი, ერაყი, ქუვეითი, სუდანი, ყატარი, საუდის არაბეთი, სირია[1].

2014 წლის არაბული ლიგის ვებსაიტის ინგლისურ ვერსიაში მითითებულია, რომ ქარტიას ხელი მოაწერა 16 ქვეყანამ და რატიფიცირება მოახდინა 11-მა, კონკრეტული ქვეყნები არ არის მითითებული. 2018 წლის მონაცემებით, ქარტიის რატიფიცირება 14-მა ქვეყანამ მოახდინა[2].

2014 წელს მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა არაბული სასამართლოს წესდება, რომელიც კომპეტენტური იქნება, განიხილოს დავები ქარტიის იმპლემენტაციის შესახებ მონაწილე სახელმწიფოებს შორის და, შესაბამისი სახელმწიფოს სპეციალური ნებართვით, სახელმწიფოსა და კერძო პირებს შორის[3].

სქოლიო რედაქტირება