ადაბი (არაბ. أدب) — შუა საუკუნეების არაბულ სამყაროში გავრცელებული დიდაქტიკურ-საგანმანათლებლო ხასიათის ლიტერატურა (კრებულები, ანთოლოგიები, ტრაქტატები). მისი თავდაპირველი მნიშვნელობა გულისხმობდა ქცევის ტრადიციულ პრაქტიკულ ნორმებს (კამათის, ჩაცმის, ჭამა-სმისა და სხვათა ეტიკეთი), რომლებიც აუცილებლად უნდა დაეცვა ყოველ დარბაისელ კაცს (ადიბს). ადიბი მეცნიერულ-პოპულარული და მხატვრული ლიტერატურის მიჯნაზე იდგა და მკითხველს აცნობდა პოეზიას, პოეტიკას, რიტორიკას, ისტორიას, არაბთა გენეალოგიას, ეთიკას, ფილოსოფიას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და სხვა დარგებს. თანამედროვე არაბულ ქვეყნებსა და ირანში ადაბი ზოგადად მხატვრულ იტერატურას აღნიშნავს.

ლიტერატურა რედაქტირება