ადა (იტალ. Adda, Addua) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს ერთ-ერთი შენაკადი. სათავეს იღებს ალპებში, შვეიცარია-იტალიის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. მისი სიგრძე 313 კმ-ია. დინებისას ის გაივლის კომოს ტბას. პოს ერთვის ქალაქ კრემონადან რამდენიმე კილომეტრში. მდინარის აუზის უმაღლესი წერტილია მწვერვალი პუნტა-პურუკეტი (4 020 მ).

ადა
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სათავე ალპები
სიგრძე 313 კმ
აუზის ფართობი 7 979 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ადა ვიკისაწყობში

ადას გასწვრივ გაშენებული მნიშვნელოვანი ქალაქებია ბრომიო, სონდრიო, ბეკაჯიო, ლეკო და ლოდი. ასევე გაშენებულია ორი პარკი — ჩრდილოეთ ადას და სამხრეთ ადას პარკები.

მდინარე ძირითადად მყინვარის წყლით საზრდოობს, რის გამოც ყველაზე წყალუხვი ზაფხულში, ივნის-ივლისშია. წყლის საშუალო ხარჯია 186,85 მ³/წმ.

მდინარე ადა კრესპი-დ’ადასთან

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ადა&oldid=3524694“-დან