აბუ დაჰბალ ალ-ჯუმაჰი

ვაჰბ იბნ ზამა აბუ დაჰბალ ალ-ჯუმაჰი (არაბ. أبو دهبل وهب بن زمعة الجمحي; დ. 640 — გ. 716) — არაბი პოეტი კურაიშის გვარისა. მოღვაწეობდა მექაში. ხალიფატის შინააშლილობაში ომაიანების წინააღმდეგ გამოდიოდა. იყო ე. წ. ახალი მიმართულების წინამორბედი პოეტი. სახელი გაითქვა როგორც ლირიკოსმა. მისი პოეზიის მთავარი თემაა სიყვარული. წერდა ოდებსაც და პოლიტიკური შინაარსის ელეგიებსაც.

აბუ დაჰბალ ალ-ჯუმაჰი
არაბ. أبو دهبل وهب بن زمعة الجمحي
დაბადების თარიღი 640
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს 716
საქმიანობა პოეტი
ენა არაბული ენა
მოქალაქეობა არაბთა სახალიფო

ლიტერატურა რედაქტირება