აბუსალათინი (ლათ. Ricinus communis) — ზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, დატოტვილი ღრუ ღერო; ფოთოლი — თათისებრ დაყოფილი, დაკბილულკიდეებიანი. მტევნისებრ ყვავილედში ცალსქესიანი ყვავილები ზის (მამრობითი სქესისა — ქვევით, მდედრობითი სქესისა — ზევით).

აბუსალათინი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ricinus communis

ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია, ზოფჯერ ქაცვით დაფარული. აბუსალათინის თესლის გული შეიცავს 73% ცხიმოვან ზეთს. თესლსა და კოპტონში არის შხამიანი ნივთიერება რიცინი. აბუსალათინის ზეთს იყენებენ ტექნიკაში, მედიცინაში, ლაქ-საღებრებისა და ქიმიურ მრეწველობაში. აბუსალათინის კოპტონი შეიცავს 4-5% აზოტს, 1,5-1,7% ფოსფორმჟავას, იყენებენ სასუქად.

აბუსალათინის ზეთოვანი თესლის მისაღებად ზომიერი ჰავის ქვეყნებში ერთწლოვანი აბუსალათინი მოჰყავთ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში კი — მრავალწლოვანი. აბუსალათინის სამშობლოა აფრიკა. საქართველოში გავრცელებული იყო ყარაიაში, ამჟანად არ მოჰყავთ.

ლიტერატურა რედაქტირება