აბუნა (ესპ. Río Abuná, პორტ. Rio Abunã) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში. წარმოადგენს ამაზონის აუზის ნაწილს და გაედინება ჩრდილოეთ ბოლივიისა და ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიის ტერიტორიაზე.

აბუნა
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ქალაქები აბუნა
სათავე ანდები, პერუ
სიგრძე 375 კმ
აუზის ფართობი 25 870 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} აბუნა ვიკისაწყობში

მდინარე სათავეს იღებს პერუს ანდებში და მისი სიგრძე 375 კმ-ია. დაახლოებით 320 კმ-ის სიგრძეზე, ქვემო დინებაზე, სანაოსნოა. ქალაქ მანოასთან, ის ერთვის ამაზონის შენაკადს - მდინარე მადეირას. შესართავთან, ბრაზილიის მხარეს მდებარეობს ქალაქი აბუნა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება