აბრსკილი (აფხ. Абрскьыл [აბრსკჲჷლ]) — „ამირანიანის“ აფხაზური ვარიანტის გმირი. აბრსკილი უმანკოდ ჩაისახა, ამირანივით თავისუფლებისათვის იბრძოდა, თავი ღვთის სწორად მიაჩნდა. ღმერთმა დასაჯა და ჭილოუს მღვიმეში ბოძს მიაჯაჭვა. აბრსკილის თქმულება პირველად ა. იოაკიმოვმა ჩაიწერა[1]. ნიკო მარის აზრით, აბრსკილი „მზის შვილს“ უნდა ნიშნავდეს (აფხაზურად ამირაბირ — მზე და მეგრულად სკილ, სკირ - შვილი), მიხეილ ჩიქოვანი „ამბრის შვილად“ თარგმნის (ამბრი „ამირანიანის“ პერსონაჟია), შ. სალაყაია კი „ქვის შვილად“ მიიჩნევს (აფხაზურედ აბრა ქვას ნიშნავს).

აფხაზური მართლწერის ნიმუში — ნაწყვეტი აფხაზური ეპოსი აბრსკილიდან

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გაზეთი „კავკაზი“, 1873, № 66