აბრეშუმის ჭიათუთის აბრეშუმხვევიას (აბრეშუმის პეპლის) ლარვა (მატლი). ზრდის დასრულებამდე აბრეშუმის ჭია 4-ჯერ იცვლია კანს, აქვს 5 ასაკი. გამოჩეკიდან ზრდის დასრულებამდე წონაში 10000-ჯერ მატულობს, სიგრძეში — 20-ჯერ (4 მმ-იდან 80 მმ-მდე). თუთის აბრეშუმხვევიას განვითარების ციკლში მხოლოდ აბრეშუმის ჭია იღებს საკვებს. ლარვის ფაზა 28-35 დღეს გრძელდება. ამ ვადის შემცირება შეიძლება კვებისა და ტემპერატურის საგანგებო რეჟიმის შექმნით.

თუთის აბრეშუმხვევია 30 დღის ასაკში

აბრეშუმის ჭიის გამოკვება რედაქტირება

აბრეშუმის ჭიის გამოკვება ხდება სპეციალურ საჭიეში ან დროებით გამოყოფილ შენობაში. გამოკვებას წინ უძღვის სპეციალურ შენობაში, ინკუბატორში, გრენის გამოცოცხლება. ინკუბატორიდან აბრეშუმის ჭია საჭიეში გადაჰყავთ და საგანგებო თაროებზე — ლასტებზე ათავსებენ. გამოკვება 28-35 დღეს გრძელდება, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჭიის პირველ სამ ასაკს. პირველი ორი ასაკის ჭიას კვებავენ ინკუბატორთან არსებულ დამხმარე შენობაში, სადაც სათანადო პირობებია შექმნილი. ამის შემდეგ ჭიას მეაბრეშუმეებს ურიგებენ. გამოკვების ხანგრძლივობა საგანგებო კვებისა და ტემპერატურის რეჟიმის პირობებში შეიძლება 21-22 დღემდე დავიყვანოთ. სანაშენე გამოკვებისათვის რეკომენდირებულია ტემპერატურისა და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის შემდეგი რეჟიმი: I-III ასაკში 25-26°C და 65-75%, IV-V ასაკში 22-23°C და 65-75%, ხოლო პარკის ახვევის დროს 24-25°C და 60-70%. სანაშენე გამოკვების ხანგრძლივობა 26-30 დღეა. გამოკვების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია საკვები, მისი რაოდენობა და ხარისხი. ერთი კოლოფი აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად საჭიროა 1000 კგ-მდე თუთის ფოთოლი: I ასაკში 10კგ-მდე, II — 20 კგ-მდე, III — 70 კგ-მდე, IV — 180 კგ-მდე, V — 720 კგ-მდე. ფოთოლს მეტწილად საღამოს იმარაგებენ და გრილად ინახავენ. პირველი ორი ასაკის ჭიისათვის საჭიროა ცილით მდიდარი ყლორტის ნორჩი ფოთოლი. I-II ასაკის ჭიას დაჭრილ ფოთოს აძლევენ, III ასაკისას — წვრილ ყლორტს, IV ასაკისას — ყლორტსა და შეფოთლილ პატარა ტოტს, V ასაკისას — შეფოთლილ ტოტს. პირველი სამი ასაკის ჭიას დღე-ღამეში 10-12-ჯერ კვებავენ (აქედან 1-4-ჯერ ღამით), IV ასაკისას — 6-8-ჯერ, V ასაკისას — 4-5-ჯერ. გამოსაკვებ თაროზე გროვდება ნაძირი: საკვების ნარჩენები, ექსკრემენტი და დაღუპული ჭია. I ასაკში ჭიას ნაძირს არ აცლიან, II ასაკში 2-ჯერ აცლიან, III ასაკიდან კი — ყოველ მესამე დღეს. ნაძირის გამოსუფთავებისას ნახვრეტებიან გადასაყვან ქაღალდს იყენებენ. გამოკვების დროა ადრე გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება