აბოლიცია — (ლათ. abolitio — „გაუქმება“) — სამართლებრივი აქტის (კანონის, გადაწყვეტილების და ა. შ.) ან თანამდებობის გაუქმება, თანამდებობიდან გადადგომა ან გადაყენება. ტერმინი „აბოლიცია“ ცნობილი იყო ჯერ კიდევ რომის სამართალში. ამჟამად აბოლიცია ჩვეულებრივ ნიშნავს სისხლის-სამართლებრივი დევნის შეწყვეტას სასამართლო განაჩენის გამოტანამდე (სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები ადგენენ, არ აღიძრას, ხოლო აღძრული საქმე შეწყდეს განსაზღვრული კატეგორიის დანაშაულთა ან ცალკეულ პირთა მიმართ). საბჭოთა კანონმდებლობაში აბოლიცია არ იხმარებოდა, მაგრამ აბოლიციის შემთხვევები გათვალისწინებული იყო ამნისტიისა და შეწყალების აქტებში.

ლიტერატურა რედაქტირება