აბისალი, აბისალური ზონა (ძვ. ბერძნ. Αβυσσος — „უძირო“, Αβυσσαία ζώνη) — ზღვის ყველაზე ღრმა ზონა (2000 მეტრზე მეტი), რომელიც გეომორფოლოგიურად შეესაბამება ოკეანის ღარტაფს. 6 კილომეტრზე მეტი სიღრმის ზონებს ულტრააბისალურს უწოდებენ. ფსკერის რელიეფს ოკეანეების ქვაბულები, წყალქვეშა ქედები და პლატოები შეადგენს. აბისალის ზონის წყლებს ახასიათებს ნელი მოძრაობა, მუდმივი დაბალი ტემპერატურა (1—2°C), მარილიანობა (34,6 — 34,9 ‰) და თითქმის სრული სიბნელე. მცენარეულობიდან გვხვდება მხოლოდ ბაქტერიული ფორმები და საპროფიტული წყალმცენარეები

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება