აბვერი (გერმ. Abwehr) — მესამე რაიხის ვერმახტის სამხედრო სადაზვევრო განყოფილება. დაარსდა 1938 წლის 4 თებერვალს. ექვემდებარებოდა ვერმახტის მთავარსარდლობას.

აბვერის რადისტი მუშაობის პროცესში. 1939, მესამე რაიხი

ისტორია რედაქტირება

1920-1944 წლებში აბვერი ეწოდებოდა რაიხსვერის და ვერმახტის ყველა დანაყოფს, რომელსაც ევალებოდა კონტრდაზვერვა, ჯაშუშობა და დივერსიული აქტების მოწყობა.

შეიქმნა 1919 წელს, ვაიმარის რესპუბლიკის მთავრობის მიერ. რადგანაც ვერსალის ზავის თანახმად, გერმანიას არ ჰქონდა სადაზვერვო ორგანოების შექმნის უფლება, აბვერს, ფორმალურად, დაკისრებული ჰქონდა შეიარაღებულ ძალებში კონტრდაზვერვის წარმოების ფუნქცია. სინამდვილეში, აბვერი მოქმედებდა სსრკ-ში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.

1944 წელს, სსრკ-სთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო, აბვერის ნაწილები შევიდა „იმპერიული უსაფრთხოების მთავარ სამართველოში“, რომლის უფროსიც ჰაინრიხ ჰიმლერი იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება