აბა, დამაცადე! (რუს. Ну, погоди!) — საბჭოთა ანიმაციური სერიალი მგლისა და კურდღლის თავგადასავლებზე.

აბა, დამაცადე!
ავტორი ფელიქს კამოვი
ალექსანდრე კურლიანდსკი
არკადი ხაიტი
რეჟისორი გენადი სოკოლსკი (მხოლოდ პილოტი)
ვიაჩესლავ კოტიონოჩკინი
ვლადიმირ ტარასოვი
ალექსეი კოტიონოჩკინი
გახმოვანება ანატოლი პაპანოვი
კლარა რუმიანოვა
იგორ ხრისტენკო
ოლგა ზვერევა
ქვეყანა სსრკ (ეპიზოდები 1-16)
რუსეთი (ეპიზოდები 17-20)
ენა რუსული
ეპიზოდი 20 (ეპიზოდების სია)
წარმოება
ხანგრძლივობა დაახლ. 10 წთ.
კომპანია სოიუზმულტფილმი (ეპიზოდები 1-18)
სტუდია 13 (ეპიზოდები 17-18)
Christmas Films (ეპიზოდები 19-20)
ეთერი
ორიგინალური არხი ცენტრალური საბჭოთა ტელევიზია (1969-1970)
სსრკ-ის რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (1970-1991)
რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (1991-2006)
CITV (2014-დღემდე)
ეთერში 14 ივნისი 1969 — 7 ოქტომბერი 2006

1969–1993 წლებში სტუდია „სოიუზმულტფილმმა“ გადაიღო 18 სერია ამ ციკლიდან. რეჟისორია ვიაჩესლავ კოტიონოჩკინი. როლებს ახმოვანებდნენ ანატოლი პაპანოვი (მგელი) და კლარა რუმიანოვა (კურდღელი). უკანასკნელი სერიები შექმნილი პაპანოვის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხმის ჩანაწერებიდან ამონაკრეფის მიხედვით. 2005 წელს სტუდია Christmas Films-ში ანატოლი პაპანოვის შვილმა ალექსეი პაპანოვმა გადაიღო „აბა, დამაცადე!“-ს მე-19 და მე-20 სერია.

ეპიზოდების სია რედაქტირება

ძირითადი გამოშვებები

დამატებითი გამოშვებები რედაქტირება

ეპიზოდის სტრუქტურა რედაქტირება

ყოველი ეპიზოდი, რომელიც 10 წუთამდე გრძელდება, იწყება „სოიუზმულტფილმის“ სატიტულო კადრით, რომელსაც მიჰყვება მოკლე სიუჟეტი, რომლის ბოლოს ან მგელი უყვირის კურდღელს ფრაზას „აბა, დამაცადე!“, ან თავად სერიალის სახელწოდება ჩნდება სატიტულო კადრის სახით. აგრეთვე იწერება ეპიზოდის ნომერი, რასაც მიჰყვება ტიტრები. ახალ ეპიზოდებში შესავალში იწერება როგორც „სოიუზმულტფილმი“, ასევე „სტუდია 13“ (ეპიზოდები 17 და 18). „Christmas Films“ და „Пятёрочка“ (რუს. ხუთეული) იწერება მე-19 და მე-20 ეპიზოდების დასაწყისში.

ტიტრების სექცია ანიმაციის გარეშე არის შესრულებული და მხოლოდ ტექსტს შეიცავს. მას მიჰყვება სერიალის მთავარი თემა.

ძირითადი სიუჟეტი ასევე მთავრდება ფრაზით „აბა, დამაცადე!“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება