აბას-მირზა (სპარს. عباس میرزا; დ. 20 აგვისტო, 1789 — გ. 25 ოქტომბერი, 1833) — ირანის სახელმწიფო მოღვაწე, ფათალი-შაჰის ძე და მემკვიდრე. აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. ირანის სახელმწიფო საქმებისა და საგარეო პოლიტიკის ფაქტობრივი გამგებელი. ძირითად ამოცანად მიაჩნდა ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნა. სარდლობდა ირანის ლაშქარს რუსეთ-ირანის პირველი (1804-1813) და მეორე (1826-1828) ომების დროს. სცადა ირანის სამხედრო ძალების ევროპულ წესზე რეორგანიზაცია. აბას-მირზამ მჭიდრო კავშირი დაამყარა საქართველოს რუსეთთან შეერთებით უკმაყოფილო ქართველ ფეოდალებთან, რომელთა ერთი ნაწილი თავრიზში მის კარზე იმყოფებოდა. 1828 იძულებული გახდა ხელი მოეწერა რუსეთთან თურქმანჩაის ზავზე და ეცნო ამიერკავკასიაში ირანის სამფლობელოების დაკარგვა.

აბას-მირზა
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1789
მაზანდარანი, ირანი
გარდაცვალების თარიღი 25 ოქტომბერი, 1733 (44 წლის)
მეშჰედი, ირანი
დაკრძალულია მეშჰედი
ეროვნება ირანელი
მემკვიდრე მუჰამედ-შაჰ ყაჯარი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ასიე ხანუმი
მშობლები მამა: ფათალი-შაჰ ყაჯარი
აბას-მირზა 1821 წელს

შვილები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • კაციტაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 16.
  • ზ. შარაშენიძე, ირანის შინაპოლიტიკური ვითარება და საგარეო ურთიერთობანი XIX საუკუნის დასაწყისში, თბ., 1984