აბასთუმნის სამარხი

აბასთუმნის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. ტყიან ფერდზე დაფიქსირდა ქვაყუთები. ერთ-ერთ სამარხს აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოჭრილი აქვს მიწა და ვიზუალურად ჩანს სამარხი კამერა და ადამიანის ძვლები. სამარხის ქვის უხეშად დამუშავებული ფილების სიგანე დაახლოებით 1 მეტრამდეა. სამარხები დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზეა ორიენტირებული. მათი ძირითადი ნაწილი ამჟამად მიწით არის დაფარული. სამარხებზე გადის ტურისტული ბილიკიც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39243