აბაზ ბაკურიანის ძე

აბაზ ბაკურიანის ძეXI საუკუნის ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის მაგისტროსი, ძმა გრიგოლ ბაკურიანის ძისა. მსახურობდა ბიზანტიის სხვადასხვა პროვინციებში. ჯერ ანტიოქიაში ჰქონდა მამულები, შემდეგ მათ სანაცვლოდ თესალონიკესა და სერეს თემებში მიიღო სოფლები, რომლებიც მისი ანდერძის თანახმად გრიგოლმა პეტრიწონის ქართველთა მონასტერს გადასცა. ამის გამო აბაზ ბაკურიანის ძე ამ მონასტრის სიკვდილშემდგომ ქტიტორად ითვლებოდა. დიდ მზრუნველობას იჩენდა ათონის ივერთა მონასტრის ქონებრივ კეთილდღეობაზეც.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება