არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: აბბასი.

აბაზი — ქართული ფულის ერთეული, ვერცხლის მონეტა. შემოიღო ირანში აბას I-მა (აქედან სახელწოდება). აბაზი სწრაფად გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ, საქართველოში. აბას I-ის დროინდელი აბაზის წონა 7,8 გ–ს უდრიდა (XVIII საუკუნის ბოლოს 3 გ-მდე შემცირდა). შეიცავდა 2 მაჰმუდს (უზალთუნს). აბაზის შუბლზე წარწერილი იყო შაჰის სახელი, ტიტულატურა, მოჭრის ადგილი და დრო, ზურგზე — რელიგიის ფორმულა. საქართველოში აბაზს ჭრიდნენ XVII საუკუნის I მეოთხედიდან XVIII საუკუნის მიწერულამდე. რევოლუციამდელ და საბჭოთა საქართველოში „აბაზი“ ზოგჯერ ოცი კაპიკის აღმნიშვნელ სიტყვად იხმარებოდა. დღესაც აბაზი, არცთუ იშვიათად, 20 თეთრის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარება.

ქართული აბაზი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება