აარე (გერმ. Aare) — მდინარე შვეიცარიაში, რაინის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 295 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 17,8 ათ. კმ², სათავე ბერნის ალპების მყინვარებში აქვს. საშუალო წლიური ხარჯი დაახლოებით 560 მ³/წმ. სანაოსნოა თუნის ტბამდე. მდინარეზე რამდენიმე ჰესია. მასზე გაშენებულია ქალაქები ბერნი და აარაუ.

აარე ქ. ბერნში

ლიტერატურა რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აარე&oldid=3982812“-დან