Ça Ira (იკითხება სა ირა) — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის მიერ დაწერილი ოპერა, რომელიც ალბომის სახით, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა 2005 წელს. იგი ეძღვნება ფრანგული რევოლუციის წლისთავს.

Ça Ira
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 26 სექტემბერი, 2005
ჩაიწერა 2 დეკემბერი, 1988 - 29 აგვისტო, 2005
ჟანრი კლასიკა, ოპერა
ხანგრძლივობა 108:29
ლეიბლი Sony Classical
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, რიკ უენუორთი
როჯერ უოტერსი — ქრონოლოგია
Flickering Flame: The Solo Years Volume 1
(2002)
Ça Ira
(2005)
Roger Waters: The Wall
(2015)
როჯერ უოტერსის სტუდიური — ქრონოლოგია
Amused to Death
(1992)
Ça Ira
(2005)
Is This the Life We Really Want?
(2017)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]
Rolling Stone3/5 stars[2]

ოპერაზე მუშაობა დაიწყო 1988 წელს. 1987 წელს უოტერსმა გაიცნო როდა-ჟილების წყვილი, რომელმაც მას საკუთარი ლიბრეტო გააცნო. თავდაპირველი ვერსია ჩაიწერა და დასრულებული იქნა 1988 წელს. ფრანსუა მიტერანმა, საფრანგეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მოიწონა იგი და შესთავაზა პარიზის საოპერო დასს ამ სპექტაკლის დადგმა. პრემიერა დანიშნული იყო შემდეგი წლის ივლისისათვის. მიუხედავად ამისა, ოპერის მეპატრონეებმა უარი თქვეს ასეთ შეთავაზებაზე, რადგან, როგორც უოტერსი ამბობდა: „მე ინგლისელი ვიყავი და მე ვუკრავდი პოპულარულ ჯგუფში“. 1995 წლამდე გადადებული პროექტი საბოლოოდ დასრულებული იქნა 2005 წელს, ხოლო რეჟისორმა ედრიან მაბენმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ოპერის ჩაწერაზე, რომელიც დამატებითი დისკის სახით თან ახლავს აუდიო ვერსიას.

ჩანაწერი გამოსულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

ისტორია რედაქტირება

Ça Ira (რომელიც ჟღერს, როგორც სა ირა) ფრანგულად ნიშნავს „კარგად იქნება“. ალბომის ინგლისურენოვან გარეკანზე აგრეთვე წარმოდგენილია ქვესათაური - There is Hope (არსებობს იმედი). ფრანგულენოვან გამოცემას ეს ქვესათაური არ ახლავს.

პროექტი წარმოიშვა 1988 წელს ეტიენ და ნადინ როდა-ჟილების ინიციატივით, ერთი წლით ადრე ფრანგული რევოლუციის წლისთავამდე, 50 გვერდიანი მუსიკალური ლიბრეტოს სახით. როჯერი შთააგონა ნადინის ლამაზმა ილუსტრაციებმა და ეტიენის ფრანგულენოვანმა ლიბრეტომ, აგრეთვე ლირიკამ, რომელიც ფრანგული რევოლუციის მოვლენებს ასახავდა.

პირველ ეტაპზე კონტაქტები დამყარდა ეტიენის, როჯერისა და ფილიპ კონსტანტინის (უოტერსის ახლო მეგობრის, რომელიც ნახსენებია სიმღერაში „Flickering Flame“) შორის - მათ ერთი და იგივე მუსიკალური, მხატვრული და პოლიტიკური ინტერესები ჰქონდათ. ენთუზიაზმით სავსე, როჯერი წერდა დემო ვერსიებს თავის სახლში, ჰემპშირში. მათ უბრალოდ „დემო 1“ ეწოდათ. ეს იყო დიდი ხნით ადრე, ვიდრე კომპანიამ Sony Classical ინტერესი გამოიჩინა პროექტის მიმართ. შემდგომში როჯერმა იზრუნა მთელი ლიბრეტოს ფრანგულიდან ინგლისურად თარგმნაზე. Ça Ira არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელშიც უოტერსს მონაწილეობა მიუღია. მნიშვნელოვანი ბიძგი პროექტს მისცა საფრანგეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა, რომელიც გაეცნო 1988 წლის დემო ვერსიებს. მან პარიზის ოპერას შესთავაზა Ça Ira-ს შემდეგი წლისთვის დადგმა, მაგრამ ოპერის მეპატრონეები უარს ამბობდნენ - მისივე თქმით, იმ მიზეზით, რომ როჯერი ინგლისელი იყო და თანაც, როკ-ჯგუფის ყოფილი წევრი იყო.

პარალელურად, მთელი ეს დრო ადრიან მაბენმა ამ პროექტზე დოკუმენტური ფილმის გადაღებაში გაატარა - კონცეფციის ჩამოყალიბების დღიდან - დასასრულამდე. დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მან მოამზადა, შეტანილია ინტერვიუები უოტერსთან, ოპერის შემსრულებლებთან, ასევე სტუდიური კადრები ოპერის ჩაწერიდან.

პირველი დანაკარგი 1990 წელს განიცადეს - ნადინი გარდაიცვალა ლეიკემიით, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა მის მეუღლე ეტიენს. პირველი შეხვედრისას როჯერმა დაინახა ნადინი, როგორც სიცოცხლით სავსე პიროვნება. მაშინ მან არ იცოდა, რომ ნადინი ავად იყო, რამაც უფრო მეტად გააოგნა იგი, გამომდინარე იქიდან, თუ როგორი წვლილი შეიტანა მან ამ ნამუშევარში. როჯერი იხსენებს, რომ იგი მთლიანად იყო კონცენტრირებული ოპერის შექმნაზე. ავადმყოფობის მიუხედავად, იგი ხელმძღვანელობდა სამუშაოს დიდ ნაწილს. 1990 წლიდან როჯერი ასევე დაკავდა ალბომით Amused To Death, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. შესაბამისად, ოპერაზე აქტიური მუშაობა გადაიდო ხუთი წლით.

1995 წელს როჯერი, რომელსაც Amused To Death-ის შემდეგ ტურნე არ ჰქონია, დაუბრუნდა ოპერას. აქ იგი თანამშრომლობდა არანჟირების ავტორთან რიკ უენვორთთან. რიკი კარგი არჩევანი იყო, იგი ასევე კარგი მუსიკოსიც იყო. ჰემპშირის სტუდიაში როჯერმა და რიკმა დაიწყეს ნოტების წერა. მაშინ ეს Atari-ს ფირმის კომპიუტერზე ხდებოდა - მათ გადაჰქონდათ მუსიკალური ნოტები კომპიუტერიდან ქაღალდზე, რათა პროცესი უფრო ბუნებრივი ყოფილიყო.

როჯერი ამბობდა, რომ „ბრძენი ადამიანი დღეს არ გამოიყენებდა ამ კომპიუტერს და პროგრამებს“. ისინი გადავიდნენ სხვა პროგრამების გამოყენებაზე, ეს იყო კომპანიის Emagic ნაწარმი Logic და Logic Pro, რომელთა გამოყენებაც დღეს უკვე აუცილებელი გახდა (ახლა ეს პროგრამა ეკუთვნის ფირმას Apple). ქრონოლოგიური წესრიგის დასაცავად, კომპოზიციებს დაერქვა ერთიანი სახელწოდება „დემო 2“.

1996 წელს ფილიმ კონსტანტინი მალარიისგან დაიღუპა. 1997 წლის ივლისში სესიები გრძელდებოდა ფრანგ ბარიტონ ჟან ლუკ შანოსთან ერთად, ები-როუდის სტუდიებში. როჯერის თქმით, რომ სწორედ ამ სესიებმა მიიქცია კომპანიის Sony Classical ყურადღება.

ოპერაში ცვლილებები შეიტანეს. კომპანიის Sony Classical მხრიდან ინტერესის გამო უოტერსი ახალი ენთუზიაზმით შეუდგა მასზე მუშაობს. DVD დისკზე წარმოდგენილ ფილმში ნაჩვენებია სამი ვოკალისტი - ბრინ ტერფელი (უელსი, ბას-ბარიტონი), ჩინელი სოპრანო ინ უანი და ამერიკელი პოლ გროვზი.

1997 წელს როჯერმა დაიწყო ინგლისურ ვერსიაზე მუშაობა. „საერთოდ, ეს არ შედიოდა მიზნებში, მე მეგონა, რომ მხოლოდ ფრანგულად ჩავწერდით მას, მაგრამ მას შემდეგ, რაც კომპანია Sony Classical ჩაერთო ამ ამბავში, მე მომმართეს თხოვნით, შემექმნა ინგლისური ვერსიაც, უამრავი წინააღმდეგობის შემდეგ მე დავნებდი და მიხარია, რომ მე იგი შევქმენი, იმიტომ რომ მე უფრო მეტს ვფიქრობდი იმ იდეებზე, რომლებმაც ეს ოპერა დამაწერინეს. აქ მე ოპერას ვუყურებდი უფრო, როგორც თეატრალურ დადგმას. თარგმანის შემდეგ, მე დავიწყე მუშაობა კომენტარებზე.“

ორკესტრული და ვოკალური სესიები დაიწყო 1998 წლის ნოემბერში, 1999 წლის თებერვლამდე. მაშინ უოტერსმა თქვა - „აქ მუშაობენ პროფესიონალი მუსიკოსები, ასე რომ უნდა ვიმუშაოთ ნოტებით. რთულია ორკერსტრის ხელმძღვანელობა! ალბომზე ერთ-ერთი გამოკვეთილი ნომერია Silver, Sugar and Indigo“.

უოტერსი - „Silver, Sugar and Indigo-ზე მუშაობა გამიჭირდა.ჯერ ვიფიქრე, რომ ბურუნდიიდან ჩამოვიყვანდი მუსიკოსებს. მერე ვიფიქრე, რომ ჩვეულებრივ ორკერსტრს და ვოკალისტებს დავჯერდებოდი, თუმცა ისმაელ ლო გამონაკლისია. მის გამო ამ ოპერაში, ფრანგულ და ინგლისურ ვერსიებში, რაღაც აფრიკულია“.

2000 წლის მარტში სესიები გრძელდებოდა ფრანგულ სტუდიაში. სწორედ იქ გაჩნდა ორი პერსონაჟი ოპერიდან. ერთი იყო სენეგალელი ერთკაციანი ორკესტრი ისმაელ ლო, რომელიც „Silver, Sugar and Indigo“-ს აფრიკულ ტონებს ანიჭებდა. ინ უანი ასრულებს რამდენიმე ნომერს, მათ შორის „Dances and Marches“-ს.

2001 წლის მაისსა და ივნისში დაიწყო ჩაწერა კომპანიის Sony სტუდიაში, ლონდონში. მონაწილეობდნენ პოლ გროუვზი და ბრინ ტერფელი. 2004 წელს ეტიენ როდა-ჟილი გარდაიცვალა.

პრემიერა და გამოცემა რედაქტირება

2002 წელს ოპერის უვერტიურა ორკესტრთან ერთად შესრულდა როიალ ალბერტ ჰოლში გამართულ კონცერტზე, სადაც როჯერმა აგრეთვე შეასრულა „Wish You were Here“, „Flickering Flame“ და „Comfortably Numb“.

2004 წლის 1 მაისს ოპერის ნაწყვეტები წარადგინეს მალტაში - როდესაც ეს უკანასკნელი შევიდა ევროკავშირში. ეს იყო არა ორკესტრის მიერ ცოცხლად შესრულებული ვერსია, არამედ ჩანაწერი, რომელიც გადაიცემოდა დიდ ხმოვან სისტემაში. 2005 წლის პირველ თვეებში ოპერაზე მუშაობა დასრულდა. როჯერი საბოლოო ეტაპზე ამატებდა მარტივ ხმოვან ეფექტებს. საიმონ როუდსი, ხმის ინჟინერი, მუშაობდა ხმის მიქსზე.

6 ივლისს როჯერი პინკ ფლოიდის სხვა მუსიკოსებთან ერთად გამოვიდა კონცერტზე Live 8, შემდეგ კი ოპერას დაუბრუნდა.

26 სექტემბერს ოპერა გაყიდვაში გამოვიდა, 2 დისკის და დამატებითი DVD-ს სახით, ორ ენაზე, ინგლისურად და ფრანგულად. ფრანგულ ვერსიაში პარტიებს ასრულებენ ჟან ლუკ შანო, პოლ გროუზი და ინ უანი. ინგლისურენოვან ვერსიას ასრულებენ ბრინ ტერფელი, პოლ გროუზი და ინ უანი.

ოპერის მიმოხილვები არაერთგვაროვანი იყო. გამოცემათა ნაწილი თვლიდა, რომ ოპერა ზედმეტად რთულია ტექსტების მხრივ. სხვები თვლიდნენ, რომ იგი ტრადიციული ოპერისგან შორს იდგა. მიუხედავად ამისა, Ça Ira-ს მაღალი შეფასება მიანიჭეს ავტორიტეტულმა გამოცემებმა.

ოპერის სასცენო პრემიერა გაიმართა რომში, 2005 წლის 17 ნოემბერს. რომაულ პრემიერაზე დასასწრები ყველა ბილეთი სწრაფად გაიყიდა. 18 ნოემბერს კიდევ ერთი წარმოდგენა გაიმართა. ორივეზე წარმოდგენილი იყო გიგანტური ეკრანი პროექციებით (მარკ ჰოლთუსენის მიერ მომზადებული ფოტოსურათებით), ორკესტრი და გუნდი.

მეორე მსგავსი დადგმა აჩვენეს 2006 წლის 25 აგვისტოს პოზნანში (პოლონეთი). იგი გადაიცემოდა პოლონეთის ტელეარხ TVP-ზე. ამჯერად მას დაემატა პოზნანის დიდი თეატრის 200 მსახიობიანი დასი. დადგმაში ასევე გამოიყენეს სხვა ელემენტები - მეტი კოსტიუმი, ცხენები, ეტლები, მასობრივი სცენები სამხედროთა მონაწილეობით და სხვები. ცნობილია, რომ ამ შოუს დადგმა დაახლოებით 2 მილიონი ევროს საფასურად მოხდა. იმავე წლის 16 დეკემბერს ოპერა გაიმეორეს კიევში, ხოლო 30 და 31 დეკემბერს - კვლავ პოზნანში, ამჯერად - ოპერის სახლში. 2008 წლის აპრილში ინგლისურ ენაზე იგი შესრულდა ბრაზილიაში, ამაზონასის ფილარმონიული ორკესტრისა და გუნდის მიერ.

სიუჟეტი რედაქტირება

სიუჟეტი ტრიალებს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ, მეფე ლუდოვიკოს გილიოტინის ეშაფოტზე ასვლამდე. აქ წარმოდგენილია ტექსტი ოფიციალური ლიბრეტოდან:

 
„1789 წლისთვის საფრანგეთი ფაქტობრივად გაკოტრებული იყო. ფულის მოსაპოვებლად და იმ იმედით, რომ გადასახადს გაზრდიდა შეზღუდული რაოდენობის პოლიტიკური რეფორმების სანაცვლოდ, მეფე ლუდოვიკო XVI-მ მოიწვია გენერალური შტატები, ფართოდ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საბჭო, რომელიც არ შეკრებილა აი უკვე 100 წლის განმავლობაში. ასამბლეის არჩევნებმა აღაშფოთეს პოლიტიკური ცვლილებებისთვის უკვე მზად მყოფი მისწრაფებები და მეფის ამ მცდელობამ არ გაამართლა. როდესაც 1789 წელს შეიკრიბნენ გენერალური შტატები, საფრანგეთში შემუშავდა ახალი პოლიტიკური აზროვნების მანიფესტი, რომელიც ახალი რადიკალური მიმართულებების თამხლები იყო. ლუდოვიკოსთვის ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო და ძველი წყობა მოიშალა. Ça Ira მოგვითხრობს 1789-1793 წლებში განვითარებულ მოვლენებზე, რომლებმაც რესპუბლიკის ჩამოყალიბება მოიტანეს. ცირკის ტრადიციული არენის ცენტრალური ხედის გამოყენებით, ოპერა ამ მოვლენებს წარუდგენს მაყურებელს, რომელშიც ყველა პროფესიისა და ფენის ადამიანი შედის და ამავე დროს საოპერო გუნდის მონაწილეც არის. არენაზე სცენები ცვლიან ერთმანეთს საჭიროების მიხედვით: პარლამენტი, ვერსალი, ქუჩები, ტიულრის სასახლე. როლებში ცირკის მსახიობები არიან (მანეჟის ინსპექტორი, ჯამბაზები, მსახიობები ტრაპეციაზე, აკრობატები და ა.შ.), რომლებიც იმ მოვლენათა პაროდიას ან იმიტაციას გვთავაზობენ, რომლებიც აქ ნახსენები ან აღწერილია, აგრეთვე ისინი თამაშობენ რევოლუციური დრამის მთავარი გმირების როლებს. განსაკუთრებულ შემთხვევაში მაყურებლებსა და მონაწილეებს განსხვავებული სახელები აქვთ. მაგალითად, ერთ სცენაში მეფე და დედოფალი თავად ადევნებენ თვალს მოქმედებას სამეფო ლოჟიდან ცირკის მაყურებელთა შორის, სხვა სცენაში მათ შეუძლიათ იმ დრამის ცენტრალურ ფიგურებად წარმოგვიდგნენ, რომელიც არენის მიღმა ვითარდება. ცირკი, მისი ნაირფეროვანი გართობის საშუალებით, არის აბსურდულობისა და სისასტიკის, თვალთმაქცური პათოსისა და ცხოვრებისეული ფუფუნების განსახიერების, ჭარბი ემოციურობისა და რევოლუციური ეპოქის ვნებათა კრებითი მეტაფორაა.“

სიმღერების სია რედაქტირება

დისკი 1 რედაქტირება

მოქმედება 1 რედაქტირება

  1. The Gathering Storm – 1:38
  2. Overture – 4:06
  3. Scene 1: A Garden in Vienna 1765 – 0:53
  4. Madame Antoine, Madame Antoine – 2:53
  5. Scene 2: Kings Sticks and Birds – 2:41
  6. Honest Bird, Simple Bird – 2:10
  7. I Want to Be King – 2:37
  8. Let Us Break All the Shields – 1:45
  9. Scene 3: The Grievances of the People – 4:40
  10. Scene 4: France in Disarray – 2:34
  11. To Laugh is to Know How to Live – 1:44
  12. Slavers, Landlords, Bigots at Your Door – 3:36
  13. Scene 5: The Fall of the Bastille – 1:34
  14. To Freeze in the Dead of Night – 2:19
  15. So to the Streets in the Pouring Rain – 4:17

მოქმედება 2 რედაქტირება

  1. Scene 1: Dances and მარტიes – 2:11
  2. Now Hear Ye! – 2:18
  3. Flushed With Wine – 4:31
  4. Scene 2: The Letter – 1:39
  5. My Dear Cousin Bourbon of Spain – 2:48
  6. The Ship of State is All at Sea – 1:46
  7. Scene 3: Silver Sugar and Indigo – 0:55
  8. To The Windward Isles – 4:50
  9. Scene 4: The Papal Edict – 1:17
  10. In Paris There's a Rumble Under the Ground – 6:19

დისკი 2 რედაქტირება

მოქმედება 3 რედაქტირება

  1. Scene 1: The Fugitive King – 2:21
  2. But the Marquis of Boulli Has a Trump Card Up His Sleeve – 4:27
  3. To Take Your Hat Off – 2:40
  4. The Echoes Never Fade from That Fusillade – 3:15
  5. Scene 2: The Commune de Paris – 2:43
  6. Vive la Commune de Paris – 3:16
  7. The National Assembly is Confused – 2:41
  8. Scene 3: The Execution of Louis Capet – 1:39
  9. Adieu Louis for You It's Over – 3:45
  10. Scene 4: Marie Antoinette - The Last Night on Earth – 1:39
  11. Adieu My Good and Tender Sister – 5:09
  12. Scene 5: Liberty – 2:51
  13. And in the Bushes Where They Survive – 6:52

პერსონალი რედაქტირება

გუნდები

  • ლონდონის ხმები (ხელმძღვანელი - ტერი ედვარდსი)
  • ბავშვთა იტალიური გუნდი (ხელმძღვანელი - როი გრეგორი)
  • ლონდონის ორატორიის გუნდი (ხელმძღვანელი - მაიკ მაკ-კართი)

სოლისტები

  • ჯეიმი ბოუერი - სამართლიანი ჩიტუნა (ახალგაზრდა რევოლუციონერი მღვდელი)
  • ჰელენ რასილი - მადამ ანტუანი (ახალგაზრდა მარია ანტუანეტა)

მთავარი გმირები

  • ბრინ ტერფელი - მანეჟის ხელმძღვანელი, შფოთისთავი, მეფე ლუი XVI
  • ინ ჰუანი - მარია მარიანა (თავისუფლების, საბაბისა და რესპუბლიკის ხმა) და მარია ანტუანეტა (საფრანგეთის დედოფალი)
  • პოლ გროუვსი - რევოლუციონერი მღვდელი და სამხედრო ოფიცერი
  • ისმაელ ლო - რევოლუციონერი ტყვე

ჩარტები რედაქტირება

ჩარტი (2006) უმაღლესი
პოზიცია
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[3] 12

სერტიფიცირებები რედაქტირება

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
პოლონეთი (ZPAV)[4] პლატინა 20 000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით

სქოლიო რედაქტირება

  1. Allmusic review.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-01. ციტირების თარიღი: 2010-07-25.
  3. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი იანვარი 5, 2014.
  4. Polish album certifications – Roger Waters – Ça Ira პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ça_Ira&oldid=4589086“-დან